ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ვაშინგტონი პანიკას თესავს, მაშინ როცა აშშ-ში გავრცელებული გრიპით 10 000 ადამიანი დაიღუპა, კორონოვირუსით კი - 361

  14:41:33     03-02-2020

ჩინეთი აშშ-ს კორონავირუსის გავრცელებაზე ზედმეტად მწვავე რეაქციის გამო აკრიტიკებს. ინფორმაციას "ბი-ბი-სი" ავრცელებს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ვაშინგტონი არაადეკვატურად იქცევა და სრულ ისტერიას თესავს.

"ქვეყნების უმეტესობა აფასებს და მხარს უჭერს ჩინეთის მცდელობებს ახალ კორონავირუსთან ბრძოლის დროს და ჩვენ გვესმის და პატივს ვცემთ მათ გადაწყვეტილებებს როცა აწესებენ კარანტინს ქვეყანაში შემსვლელებზე, მაგრამ ამავდროულად ზოგიერთ ქვეყანაში, კერძოდ, აშშ-ში მათ არაადეკვატურად მწვავე რეაქცია აქვთ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რჩევის საწინააღმდეგოდ ხდება...

აშშ იყო პირველი, ვინც უხანიდან ევაკუაცია დაიწყო. პირველი, ვინც ჩინელ მოგზაურებს აკრძალვები დაუწესა. ამ დროს, ბოლო მონაცემებით აშშ-ში გავრცელებულმა გრიპმა 2019-2020 წლებში 10 000 ადამიანის დაღუპვა გამოიწვია, მაშინ როცა 2 თებერვლისთვის ახალი კორონავირუსით 361 ადამიანი გარდაიცვალა“,-განაცხადა ჰუა ჩუნინგმა.