საავადმყოფომ, რომელიც ჩინეთის ქალაქ უხანში ათ დღეში ააშენეს, პირველი პაციენტები მიიღო
14:36:52     03-02-2020
საავადმყოფომ, რომელიც ჩინეთის ქალაქ უხანში ათ დღეში ააშენეს, ახალი კორონავირუსით დაავადებული პირველი პაციენტები მიიღო.
გავრცელებული ცნობით, ახალი პალატები აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო დანადგარებით. ჰოსპიტალი ათას პაციენტზეა გათვლილი.
საავადმყოფოს მშენებლობა ქალაქის გარეუბანში 23 იანვარს დაიწყო.
ბოლო მონაცემებით, ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 261-ს შეადგენს, დაავადებულთა რიცხვი კი 17 238-ს აღწევს. ჩინეთის საზღვრებს მიღმა, 20 ქვეყანაში დაავადებულია 100 ადამიანი. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ აღიარა და საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით დაინფიცირებულთა 17 405-ია, მათ შორის 17 222 ჩინეთის ტერიტორიაზე.
3 თებერვლის მონაცემებით დაღუპუთა რაოდენობამ 361 ადამიანს მიაღწია.
დეკემბრის ბოლოს ჩინეთის ხელისუფლებამ ქალაქ უხანში დაუდგენელი წარმოშობის პნევმონიის აფეთქების შესახებ განაცხადა. ექსპერტებმა წინასწარ დაადგინეს, რომ დაავადების გამომწვევი კორონავირუსის ახალი ტიპი 2019-nCoV გახდა.
დაავადებულებს ახასიათებთ სუნთქვის გაძნელება და დაღლილობის შეგრძნება, მათ ასევე აღენიშნებათ მაღალი ტემპერატურა, ხველა და ყელის ძლიერი ტკივილი.
ვირუსის შემთხვევები ასევე გამოვლინდა ფინეთში, დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, რუსეთში, ჰონგ-კონგში, მაკაოში, ტაივანში, ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, აშშ-ში, კანადაში, ვიეტნამში, სინგაპურში, ნეპალში, საფრანგეთში, ავსტრალიაში, მალაიზიაში, გერმანიასა და ფინეთში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, ახალი კორონავირუსის გავრცელების მზარდი საფრთხის გათვალისწინებით, გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.