თურქეთის ქალაქ კაისერის ერთ-ერთ ღამის კლუბთან სამ ქართველ ქალს თავს დაესხნენ - მოკლულია ერთი და დაჭრილია ორი ქალი

  17:42:52     31-01-2020

თურქული მედიის ცნობით, ქალაქ კაისერში, სარიოლანის რაიონში ქართველი ქალი, ი.კ. მოკლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, 30 იანვარს გამთენიისას, 3 ქალს, რომლებიც ღამის კლუბში მუშაობდნენ, თავს სამსახურიდან გამოსვლის დროს დაესხნენ.

უცნობმა პირებმა მათ მანქანას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. შედეგად დაიღუპა საქართველოს მოქალაქე და მძიმედ დაიჭრა მასთან მყოფი კიდევ 2 ქალი.

საქმეზე დაწყებულია გამოძიება.