Euro Hawk – მა ტრანსატლანტიკური ფრენა განახორციელა

  11:02:50     25-07-2011

სტრატეგიულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა, Euro Hawk – მა ტრანსატლანტიკური ფრენა განახორციელა. ამის შესახებ Flightglobal იუწყება. აპარატის ფრენა წარმატებული გამოდგა.  Euro Hawk 2011 წლის 20 ივლისს, ამერიკის შეერთებული შტატების ბაზა ედვარდსიდან გაფრინდა და 21 ივლისს, გერმანულ აეროდრომ მანხინგში დაეშვა. მთლიანობაში, უპილოტო აპარატმა ჰაერში 22 საათი დაჰყო. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ისტორიაში პირველი პრეცედენტი იყო, როცა ტრანსატლანტიკური ფრენა უპილოტო თვითმფრინავმა განახორციელა.  

Euro Hawk – ის გაფრენა 18–19 ივლისს დაიგეგმა. თავდაპირველად, მისი ჰაერში აშვება, ამინდის გაუარესების გამო ვერ მოხერხდა. თუმცა, მოგვიანებით, თვითმფრინავმა მისია წარმატებით შეასრულა. Euro Hawk, ამერიკული უპილოტო თვითმფრინავის, RQ-4 Global Hawk Block 20 – ის ბაზაზეა შექმნილი, მაგრამ გერმანული ვერსია, ამერიკული ანალოგისაგან,  რიგი მახასიათებლებით განსხვავდება.