პაკისტანმა შეიარაღებაში Uqab II მიიღო
10:45:48     25-07-2011
პაკისტანის არმიამ, შეიარაღებაში, უპილოტო მფრინავი აპარატების, Uqab II – ის პირველი ესკადრილია მიიღო. ამის შესახებ პაკისტანური გამოცემა, „The Nation“ იუწყება. უპილოტო აპარატები, პაკისტანური კომპანიის, Pakistan Aeronautical Complex – ის მიერაა წარმოებული და განკუთვნილია სანაპირო ზონის დაზვერვისთვის. Uqab II – ის შეიარაღებაში მიღების ცერემონია, პაკისტანის სამხედრო–საზღვაო ძალების მეკრანის ბაზაზე გაიმართა, ყარაჩიში.
უნდა აღინიშნოს, რომ Uqab II – ის შეიარაღებაში მიღება მაინც მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი აპარატი, 2011 წლის 19 ივლისს, გამოცდის დროს, ჩამოვარდა. უპილოტო თვითმფრინავი, ყარაჩის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე დაეცა, რის შედეგადაც ხანძარიც გაჩნდა. Uqab II – ის შესაძლებლობებში შედის, 240 კილომეტრის სიჩქარის განვითარება საათში. აპარატს ჰაერში ყოფნა, ოთხი საათის განმავლობაში შეუძლია.