ამერიკელები საბრძოლო თვითმფრინავებს ამოწმებენ

  10:36:04     25-07-2011

ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო–საჰაერო ძალებმა, საბრძოლო თვითმფრინავების მასშტაბური შემოწმება დაიწყეს. შემოწმება დაკავშირებულია F-22 Raptor – ის კატასტროფის მიზეზის დასადგენად, რომელიც 2010 წლის ნოემბერში, ალიასკაზე მოხდა.

ამ დროისათვის, ტექნიკურ შემოწმებას გადიან ამერიკული თვითმფრინავები: F-22, F-16 Fighting Falcon, F-15E Strike Eagle, A-10 Thunderbolt II, F-35 Lightning II, ასევე, სასწავლო თვითმფრინავი T-6A Texan II და სხვა. შეერთებული შტატების სამხედრო–საჰაერო ძალების ხელმძღვანელობა, არ გამორიცხავს, რომ შესამოწმებელი საბრძოლო თვითმფრინავების რაოდენობა კიდევ გაიზარდოს. 2011 წლის მაისის დასაწყისიდან, პენტაგონის მიერ, F-22 –ს ფრენები აკრძალულია. 2010 წელს, ამ ტიპის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, პილოტი, ჯეფრი ჰენი დაიღუპა.