„გახარიამ ივანიშვილს სთხოვა შს მინისტრად დააბრუნოს“ - კიდევ ერთი შესაძლო „მეორედ მოსვლა“
13:50:16     17-01-2020
როგორ ჩანს, „მეორედ მოსვლის“ სეზონი დაიწყო. ირაკლი შოთაძის გენპროკურორად შესაძლო დაბრუნების შემდეგ, კიდევ ერთი საკადრო გადაადგილების შესახებ ხდება ცნობილი.
ქართული ოცნების ცენტრალური ოფისიდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, უახლოეს ხანში, პრემიერ მინისტრი გახარია თანამდებობას დატოვებს.
მომავალ პრემიერად თალაკვაძის ან ცქიტიშვილის კანდიდატურა განიხილება, თუმცა, არ გამოირიცხება ივანიშვილის „მეორედ მოსვლაც“.
რაც შეეხება გახარიას, ქართული ოცნების ცენტრალური ოფისიდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მან ოლიგარქს შს მინისტრად დაბრუნება სთხოვა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების თავის თავზე აღებას დაპირდა.
„გახარიას აზრით, არჩევნებს პოლიცია იგებს. ხოლო გომელაური 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ვერ მოიგებს, რადგან სუსტია და პოლიციას ვერ იქვემდებარებს.
გახარია მიიჩნევს რომ სწორედ გომელაურის ცუდად მუშაობის გამო წააგო ხელისუფლებამ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური, ხოლო მეორე ტურში, მისი დამსახურებით გაიმარჯვა.
აქედან გამომდინარე, გახარიამ ივანიშვილს, პრემიერობიდან მოსალოდნელი გადადგომის შემდეგ, შს მინისტრად საკუთარი თავი შესთავაზა“.
ქართულ ოცნებაში, ამ ამბავმა, აზრთასხვადასხვაობა გამოიწვია, თუმცა, სისხლიან ჯალათად წოდებული გახარიას მომხრეები აცხადებენ რომ ივანიშვილის ხელისუფლების გადარჩენის შანსი, გახარიას შს მინისტრად დაბრუნების შემთხვევაში მცირედით მაინც გაიზრდება, ხოლო გომელაურის დარჩენის შემთხვევაში, პირიქით - კიდევ უფრო შემცირდება.
რას გადაწყვეტს ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი ოლიგარქი, ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ რომ დღეს, სისხლიან ჯალათად წოდებულმა გახარიამ პრემიერობიდან შესაძლო გადადგომის შესახებ განაცხადა: „გინდათ რომ „დაგასპოილეროთ“? დაელოდეთ ფინალურ სერიას“. ხმები პრემიერის ცვლილების თაობაზე, წინა კვირას გავრცელდა.