"ქართული მხარე უარს აცხადებს მის მიერვე ინტერპოლით ძებნაში მიცემული მინდია გორაძის ექსტრადაციაზე" - რას წერს თურქული მედია დაკავებულ "ლავასოღლიზე?"

  10:10:33     17-01-2020

თურქული მედია ქართველი კრიმინალური ავტორიტეტის, "ლავასოღლის" შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 16 იანვარს თურქულმა ბეჭდვითმა და ელექტრონულმა მედიამ ინფორმაცია გაავრცელა ქართველ "კანონიერ ქურდზე" მინდია გორაძეზე, რომელიც თურქულ ციხეში იმყოფება.

ადგილობრივია მედიასაშუალებები, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან წყაროზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება "ლავასოღლის" ექსტრადაციას არ ჩქარობს.

"15 თვის განმავლობაში, მიუხედავად საქართველოს ხელისუფლებისადმი არაერთგზის მიმართვისა, ქართული მხარე უარს აცხადებს მის მიერვე ინტერპოლით ძებნაში მიცემული მინდია გორაძის ექსტრადაციაზე," "მას საკუთარი ქვეყანა არ ღებულობს," - წერენ თურქული გამოცემები. 

თურქული მედიისვე განცხადებით, თებერვლის თვეში იწურება თურქული კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადა, ინტერპოლით ძებნილი მინდია გორაძის დაკავებისა, რის გამოც თურქეთის ხელისუფლება იძულებული გახდება, ის გაანთავისუფლოს...