მიხაილ მიშუსტინი რუსეთის პრემიერ-მინისტრი გახდა

  18:21:11     16-01-2020

რუსეთის სახელმწიფო დუმამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მიხაილ მიშუსტინის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

ღია კენჭისყრაზე, მიშუსტინს მხარი 383-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ არავინ წასულა. თავი 41-მა დეპუტატმა შეიკავა.

მიშუსტინმა მადლობა გადაუხადა დეპუტატებს მხარდაჭერისთვის.

ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმას მას შემდეგ წარუდგინა, რაც დიმიტრი მედვედევმა, მთავრობის სრული შემადგენლობის გადადგომის შესახებ განაცხადა.

მიხაილ მიშუსტინი 2010 წლიდან რუსეთის ფედერალური საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელი იყო.