რინგო სტარმა ოლიმპიადაზე გამოსვლა გადაიფიქრა

  10:16:38     25-07-2011

რინგო სტარმა განაცხადა, რომ ლონდონში, 2012 წელს, ოლიმპიური თამაშების გახსნასთან დაკავშირებულ კონცერტში მონაწილეობის მიღებაზე, უარს ამბობს. ამის შესახებ ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ ავრცელებს.

ხმები იმის შესახებ, რომ პოლ მაკარტნი და რინგო სტარი ერთად აპირებდნენ ოლიმპიადაზე გამოსვლას, გასულ კვირას, პრესაში გავრცელდა. ბრიტანული ტაბლიოდი „დი სანი“ იუწყებოდა, რომ ღონისძიების ორგანიზატორების მოლაპარაკებები, ამასთან დაკავშირებით, საკმაოდ შორს წავიდა და კონცერტში მონაწილეობა, შესაძლოა, ჯონ ლენონის და ჯორჯ ჰარისონის შვილებსაც მიეღოთ. არსებობდა სუპერჯგუფის შეკრების გეგმაც, სადაც მაკარტინისთან და სტართან ერთად, მიკ ჯაგერი და ჯონ ლაიდონიც მიიღებდნენ მონაწილეობას, თუმცა, როგორც ჩანს, ეს გეგმები მნიშვნელოვნად შეიცვალა. ამჟამად, რინგო სტარი ირწმუნება, რომ ოლიმპიადის დროს ლონდონში, ის კონცერტებს საკუთარი ტურის ფარგლებში გამართავს.