დონალდ ტრამპი გენერალ ყასემ სოლეიმანზე: ბევრ ადამიანს ამ "ნაბიჭვრის" გამო ხელი ან ფეხი არ აქვს
16:48:41     15-01-2020
დონალდ ტრამპმა მისი ბრძანებით მოკლულ გენერალ ყასემ სულეიმანს „ნაბიჭვარი“ უწოდა. ამის შესახებ New York Times-ი წერს.
"ბევრ ადამიანს ამ „ნაბიჭვრის“ გამო ხელი ან ფეხი არ აქვს," - განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა ვისკონსინის შტატში მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას. მისივე თქმით, ამერიკელი დემოკრატებისთვის მნიშვნელობა არა აქვს იმ ფაქტს, რომ სულეიმანმა „ასობით ათასი ადამიანი“ დახოცა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ გენერალ სულეიმანის მკვლელობის გამო ირანი ტრამპს სასამართლოში უჩივლებს.
ირანელი გენერალი და შეიარაღებული დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას“ ლიდერი აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი ამერიკელმა სამხედროებმა ბაღდადში 3 იანვარს მოკლეს.