სუპი სომხურად, გუფთით

  07:38:54     25-07-2011

2 ლიტრი მაგარი ხორცის ბულიონი
¾ ჭიქა ბრინჯი
500 გრამი ცხვრის ან ღორის ხორცი
3 ცალი კვერცხი
1 დიდი თავი ხახვი
1 სუფრის კოვზი კარაქი
ცოტა რძე
პილპილი, მარილი
წვრილად დაჭრილი მწვანილი (კამა, ოხრახუში)

ბრინჯი გავარჩიოთ, გავრეცხოთ, ჩავყაროთ ხორცის ბულიონში. იქვე ჩავამატოთ კარაქში მსუბუქად შემწვარი ხახვი. ხორცი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. დავამატოთ კვერცხი, მარილი, პილპილი, მწვანილი. როდესაც ბრინჯი ნახევრად მზად იქნება, 2-3 სუფრის კოვზი დავდგათ დასაწურად, როდესაც დაიწურება, შევურიოთ ხორცის ფარშს. მიღებული მასისაგან გავაკეთოთ 8 ცალი დიდი ზომის ბურთულა, ჩავუშვათ ისინი მდუღარე ბრინჯის სუპში და ვხარშოთ მზადყოფნამდე დაბალ ცეცხლზე. მზა ბურთულები გადავანაწილოთ თეფშებზე. ავთქვიფოთ რძესთან ერთად 2 ცალი კვერცხი და ჩავუშვათ ეს მასა სუპში, თან ვურიოთ. სუპს მოვაყაროთ მწვანილი.