შემწვარი თევზი გერმანულად
07:35:14     25-07-2011
600 გრამი თევზი
500 გრამი მოხარშული კარტოფილი
1 კონა მწვანილი სუპისათვის
1 თავი ხახვი
2 სუფრის კოვზი ცხიმი
2 სუფრის კოვზი ფქვილი
მარილი, პილპილი
სუპისათვის საჭირო მწვანილი გავასუფთავოთ, მსხვილად დავჭრათ, დავამატოთ ხახვი, დავასხათ მცირე რაოდენობის წყალი და დავდგათ მოსახარშად. მოვამზადოთ თევზი: გავასუფთავოთ, დავჭრათ ნაჭრებად, ჩავუშვათ მდუღარე წყალში და ვხარშოთ. როდესაც თევზი მოიხარშება, გულდასმით გავწმინდოთ ფხებისაგან. ცხიმისა და ფქვილისაგან მოვამზადოთ ღია ფერის საწებელი, ჩავამატოთ ცოტა თევზის ბულიონი, მოვაყაროთ მარილი და პილპილი. მოხარშული კარტოფილი დავჭრათ ნაჭრებად, მოვათავსოთ ზედ თევზი, მოვასხათ მომზადებული სოუსი და სუფრაზე მიტანამდე ცოტა ხნით გავაჩეროთ.