აიათოლა ალი ხამენეი: ჩვენ ამერიკელებს სილა გავაწანით
12:40:58     08-01-2020
ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ 15 ბალისტიკური რაკეტის გაშვებით და ერაყში ამერიკული ბაზის დაბომბვით „ირანმა ამერიკას სილა გააწნა“.
ქვეყნის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ირანი ყასემ სულეიმანის გამო შურს იძიებს.
შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის დაძაბულობის ახალი ტალღა ირანელი გენერლის ყასემ სულეიმანის მკვლელობას მოჰყვა. ირანის უზენაესმა ლიდერმა გენერალი ყასემ სულეიმანის სიკვდილისთვის შური იძია და 8 იანვარს გამთენიისას ერაყის მიმართულებით, სადაც ერთ-ერთი ამერიკული ბაზა მდებარეობს, ბალისტიკური რაკეტები გაუშვა. ირანული მედია ირწმუნება, რომ მათ 80-მდე ამერიკელი ჯარისკაცი მოკლეს.
შეგახსენებთ, რომ ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, აეროპორტის სიახლოვეს, შეერთებული შტატების მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის დროს, მოკლეს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ერთ-ერთი ელიტარული ქვედანაყოფის "ყუდსის" ლიდერი, გენერალი ყასემ სულეიმანი.
გენერალ სულეიმანის მკვლელობის გამო ირანში 3-დღიანი გლოვა განაცხადა.