ირანმა აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე ერაყში, სარაკეტო დარტყმა განახორციელა

  08:20:05     08-01-2020

ირანმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ობიექტებზე ერაყში სარაკეტო დარტყმა განახოციელა. თავდასხმა მოხდა ქვეყნის დასავლეთში მდებარე ალ-ასადის ავიაბაზაზე და აეროდრომზე ჩრდილოეთის პროვინცია ერბილში. ამ ეტაპზე არ არის ცნობილი დაღუპულების ზუსტი რიცხვი.

თავდასხმისთვის ათამდე რაკეტა იქნა გამოყენებული, მათ შორის, ბალისტიკური. ოპერაცია "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა" განახოციელა.

სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში ირანელი გენერლის, "ალ-ქუდსის" მეთაურის ყასემ სოლეიმანის მკვლელობის შემდეგ დაიძაბა. ირანის ხელისუფლებამ ეს ომის გამოცხადებად ჩათვალა და აშშ-ის საპასუხო ქმედებებით დაემუქა.