
ფარული შეხვედრა კოკა ყანდიაშვილსა და არჩილ თალაკვაძეს შორის - "ამბასადორი", ბარი "ფლამინგო"
23:15:50     25-12-2019
ექსკლუზივი: ფეისბუქისა და ატლანტიკური საბჭოს გამოძიების შემდეგ, კოკა ყანდიაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, თბილისში, სასტუმრო ამბასადორის პირველ სართულზე მდებარე ბარ ფლამინგოში ერთმანეთს კონფიდენციალურად შეხვდნენ.
ყანდიაშვილისა და თალაკვაძის ფარული შეხვედრა 25 დეკემბერს, დაახლოვებით საღამოს 6 საათზე შედგა.
ისინი ამბასადორის პირველ სართულზე მდებარე ბარ ფლამინგოში შევიდნენ, ბარი დახურეს და შიგნით საკმაოდ დიდი ხანი საუბრობდნენ.
ამ დროის განმავლობაში ბარში არავის უშვებდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ყანდიაშვილმა და თალაკვაძემ ბარი და სასტუმრო ამბასადორი ცალ-ცალკე დატოვეს.
ზუსტად რაზე ისაუბრეს ყანდიაშვილმა და თალაკვაძემ ჩვენთვის უცნობია, თუმცა, დიდი ალბათობით, მათ ფეისბუქისა და ატლანტიკური საბჭოს მიერ ჩატარებული სკანდალური გამოძიების შედეგები განიხილეს.
შეგახსენებთ რომ ფეისბუქისა და ატლანტიკური საბჭოს ციფრული კრიმინალისტიკის სპეციალისტების მიერ ჩატარებული გამოძიების მიხედვით, ქართულ ოცნებასთან კავშირში მყოფი ფეისბუქ გვერდები ანტიდასავლურ და ანტიევროპულ პროპაგანდას ეწეოდნენ, აღვივებდნენ შუღლს, თესავდნენ აგრესიას და ავრცელებდნენ დეზინფორმაციას ხელისუფლებისათვის მიუღებელ პირებზე.
სწორედ ამ მოტივით, ფეისბუქის ადმინისტრაციამ 400-ზე მეტი ფეისბუქ-ანგარიში წაშალა, რითაც ქართულ ოცნებას ფაქტობრივად, ტროლების ქარხანა დაუხურა.
ამავე დროს, გაირკვა რომ წაშლილი გვერდების უკან იდგა სარეკლამო კომპანია პანდა, რომლის დამფუძნებლებიც ბერა ივანიშვილის გარემოცვის წევრები არიან.
ასევე ცნობილი გახდა რომ ქართულ ოცნებასთან ფარულად დაკავშირებულმა ფეისბუქ გვერდებმა, ანტიევროპული და ანტიამერიკული პროპაგანდის გასავრცელებლად 316 ათასი დოლარი დახარჯეს.
პრესა.ჯი ინფორმაციის გადამოწმებისა და თალაკვაძესთან შეხვედრის დეტალების გარკვევის მიზნით კოკა ყანდიაშვილს დაუკავშირდა.
თუმცა, ჩვენთვის უცნობმა პირმა გვითხრა რომ ის შეხვედრაზე იყო და თუ როდის გათავისუფლდებოდა, არ იცოდა.