როგორ შეიქმნა БТР-50?

  12:05:01     23-07-2011

БТР-50-ს შეუძლია გადაიყვანო სრულად აღჭურვილი 20 მებრძოლი. БТР-50-ის შასი აგებულია ცნობილი მცურავი ტანკის Pტე76 შასიზე. მებრძოლები თავსდებიან სკამებზე, მანქანის უკანა მხარეს სრულად დაცულ ნაკვეთურში. მანქანა შეიარაღებულია ერთი 7,62მმ-იანი ტყვიამფრქვევით. მებრძოლების კუპე არის ღია (მისი დატოვება თავისუფლად არის შესაძლებელი). ერთადერთი დაცვა არის ბრეზენტის ტილო.

БТР-50-ის დაპროექტება დაიწყო 1952 წელს, ხოლო შეიარაღებაში მიიღეს 1954 წელს. БТР-50П იყო პირველი БТР-50-ის მოდიფიკაცია, რომელიც აღლუმზე გამოიყვანეს 1957 წელს. აღმოსავლეთ გერმანიის მოტომსროლელ დივიზიებში შედიოდა საბჭოთა БТР-50, რომელსაც ფრონტამდე ჯარისკაცების მისაყვანად ბმპ-1 უნდა ჩაენაცვლებინა

ექვსდღიან ომში ეგვიპტეს და სირიას БТР-50-ები ყავდათ. ომის შემდეგ კი ნაალაფარის სახით ჩაიგდო ხელში ისრაელმა. БТР-50ПК -ში, მებრძოლებს მისი დატოვება უკვე მხოლოდ ლუკიდან შეუძლიათ. მის ბაზაზე შექმნილია უამრავი სხვადასხვა დანიშნულების მანქანა (გამნაღმელი, საკომანდო და ა.შ). მის საკომანდო ვერსია ცნობილია ინდექსით БТР-50ПУ

БТР-50-ის ასლს აწარმოებდნენ ჩინეთში, სადაც მან მიიღო ინდექსი ტიპი 77. ასევე არსებობს მისი ჩეხური მოდერნიზებული ვარიანტები, სადაც მან მიიღო ინდექსი Oტე-62. მისმა შემქმნელებმა დააპირეს ჯავშან ტრანსპორტიორზე (БТР-50ПА) დაემონტაჟებინათ მსუბუქი საარტილერიო სისტემა, თუმცა ამ პროექტმა მისი არა საიმედოობის გამო არ გაამართლა. მანქანა საკმაოდ დიდი რაოდენობით გავიდა ექსპორტზე და მიღებულ იქნა უამრავი ქვეყნის შეიარაღებაში.

არსებობს უამრავი ფაქტი იმის შესახებ, რომ ებრაელმა მეიარაღეებმა მოახდინეს БТР-50П მოდერნიზება. მოდენიზება შეეხო დიზელის ძრავს, სადაც დაყენდა უფრო თანამედროვე ძრავი, თუმცა დღესდღეისობით ისევე, როგორც ისრაელმა, მოახდინა БТР-50П-ის უტილიზაცია. ის არასდროს არ გამოუყენებიათ მის ექსპლუატატორ ქვეყნებს, როგორც ფრონტის ჯავშანტრანსპორტიორი, თუმცა ის გამოიყენებოდა როგორც მომარაგების უზრუნველყოფაში, ისევე სხვა სისტემების მართვაში.