
პრეზიდენტი დეკანოზის შეწყალებაზე: გავითვალისწინებ საპატრიარქოს შუამდგომლობას
00:07:43     25-12-2019
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე საპატრიარქოს შუამდგომლობას ისე გაითვალისწინებს, როგორც სხვა შუამდგომლობების შემთხვევაში ხდება.
"მე როგორც ვერ მოგცემთ არგუმენტებს, რაზედაც დავაფუძნებ შემდეგ გადაწყვეტილებებს, ასევე წინასწარ არასწორი იქნება, რომელიმე საქმეზე გითხრათ კი ან არა. გავითვალისწინებ ამ შუამდგომლობას, როგორც ვითვალისწინებ სხვადასხვა კუთხიდან მოსულ შუამდგომლობებს. ეს არის ერთ-ერთი გარემოება, არა ერთადერთი, ამიტომ გადაწყვეტილება, რომელსაც მივიღებ, იქნება მიღებული ყველა გარემოებიდან გამომდინარე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.