
გორში 26 წლის მამაკაცი დაჭრეს
11:18:07     19-12-2019
გორში, წუხელ, 26 წლის მამაკაცი დაჭრეს. მას ბასრი საგნით მიყენებული სხეულის მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.
"გორმედში" აცხადებენ, რომ პაციენტს გულმკერდისა და ბარძაყის არეში აღენიშნება ბასრი საგნით მიყენებული ნაკვეთი და ნაჩხვლეტი მრავლობითი ჭრილობები.
მედიკოსთა განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.