
"ინტიმური ურთიერთობისას ქმარმა ცოლის თხოვნა არ გაითვალისწინა" - რუსთავში მამაკაცი ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს
10:54:34     17-12-2019
რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციამ დააკავა.
ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.
ქმარს პოლიციაში ცოლმა უჩივლა. როგორც ირკვევა, ინტიმური ურთიერთობისას ქმარმა სავარაუდოდ ცოლის თხოვნა არ გაითვალისწინა, რასაც კამათი მოჰყვა. ცოლ-ქმარი 30 წლამდე ახალგაზრდები არიან.
შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ მამაკაცი დააკავა, მოსამართლემ კი დაკავებულს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე მიუსაჯა.
შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.