თბილისში "აიპლიუსის" მაღაზია გაძარცვეს

  10:33:28     17-12-2019

თბილისში, "აიპლიუსის" პეკინის ფილიალი დღეს დილით გაძარცვეს. მაღაზიიდან 15 ათასი ლარის ტექნიკაა გატანილი.

მძარცველები, სავარაუდოდ არასრულწლოვნები არიან.

ფაქტი მაღაზიის სათვალთვალო კამერებმა გადაიღო. ამ ეტაპზე ფაქტზე დაკავებული არავინ არ არის.

შსს-მ გამოძიება 177 მუხლის მეორე ნაწილის ა და ბ პუნქტებით დაიწყო.