"ხანში შესული კაცები ხელისუფლებაში, პრობლემებს ქმნიან... თუ ქალები ჩაუდგებიან ყველა ქვეყანას სათავეში, ცხოვრების დონე გაუმჯობესდება"
15:29:12     16-12-2019
თუ მსოფლიოს ყველა ქვეყანას სათავეში ქალები ჩაუდგებიან, ცხოვრების დონისა და ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესება შესამჩნევი იქნება - თქვა შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, იუწყება BBC.
სინგაპურში მიმდინარეო ლიდერობის კონფერენციაზე, ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ "ქალები არ არიან სრულყოფილები, მაგრამ ისინი უდავოდ სჯობნიან კაცებს".
"ქალებო, მე უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ თქვენ არ ხართ სრულყოფილი, მაგრამ უდავოა რომ თქვენ იმაზე უკეთესები ხართ, ვიდრე ჩვენ [კაცები]“, - თქვა ბარაკ ობამამ.
მისი თქმით, მსოფლიოში არსებული პრობლემების უმეტესი ნაწილი დაკავშირებულია ხანში შესულ კაცებთან, რომლებსაც ძალაუფლება უპყრიათ ხელთ.
მან ასევე ისაუბრა პოლიტიკურ პოლარიზაციასა და ყალბი ამბების გასავრცელებლად სოციალური მედიის გამოყენებაზე.