
„სისტემა ყარს“ - პარლამენტში დაყენებულ სუნზე პასუხისმგებლობას „სირცხვილია“ იღებს
13:49:09     12-12-2019
პარლამენტში დაყენებულ სუნზე პასუხისმგებლობას მოძრაობა „სირცხვილია“ იღებს, - აღნიშნული განცხადება მოძრაობამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„სისტემა ყარს“ - ნათქვამია განცხადებაში.
პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში უსაფრთხოების მიზნიდან გამომდინარე 5 წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.
პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის დეპუტატებმა სხდომათა დარბაზში უცნობი ნივთიერება დაასხეს.