სიდედრის შემდეგ სიმამრის დედა: ყვარლის მერის ცოლის ბებიამ ათობით ჰექტარი მიწის ნაკვეთი გადაიფორმა - ლიანა ლომაშვილი 71 წლის ასაკში "მოულოდნელად" გამდიდრდა

  15:31:56     09-12-2019

ყვარლის მერის სიდედრის მიერ ათობით ჰექტარი მიწის ნაკვეთის გადაფორმების შესახებ „პრესა.ჯი“ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ წერდა.

ვწერდით რომ ყვარლის მერის, როსტომ სესიაშვილის სიდედრმა, ხათუნა მოსულიშვილმა სოფელ გავაზში, ჯამში, 110 ათას 387 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა, რაც საჯარო რეესტრითაც დასტურდება.

გასულ კვირას ამავე თემაზე ვრცელი სიუჟეტი მოამზადა მთავარმა არხმაც. 

თუმცა, ამჯერად აღმოვაჩინეთ რომ ყვარლის მერი სესიაშვილი ქონებას ცოლის ბებიის (სიმამრის დედის), ლიანა ლომაშვილის სახელზეც მალავს. 

[I=2]კერძოდ, როსტომ სესიაშვილის ცოლის ბებიის, ლიანა ლომაშვილის სახელზე ათობით ათასი კვ.მ მიწის ნაკვეთი ირიცხება. მათ შორის ბურსის მიმდირება ტერიტორიაზეც.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ყვარლის მერის ცოლის ბებიას რატომღაც 71 წლის ასაკში გაუჩნდა ძვირადღირებული ქონების შესაძენი ფული და ისიც მაშინ, როდესაც სიძე იმავე მუნიციპალიტეტის მერია.

ფაქტები:

06.09.2019 - ქალაქი ყვარელი, ზონა 57, 3,000 კვ.მ მიწის ნაკვეთი. მესაკუთრე ლიანა ლომაშვილი. 

06.09.2019 - ქალაქი ყვარელი, ზონა 57, ფართობი 793 კვ.მ მესაკუთრე ლიანა ლომაშვილი.

18/07/2019 - ქალაქი ყვარელი, ზონა 57, ფართობი 3679 კვ.მ, მესაკუთრე ლიანა ლომაშვილი.

01/07/2019 - ქალაქი ყვარელი, ზონა 57, ფართობი 2079 კვ.მ - მესაკუთრე ლიანა ლომაშვილი.

06/06/2019 - ქალაქი ყვარელი, ზონა 57, ფართობი 20,686 კვ.მ - მესაკუთრე ლიანა ლომაშვილი.

01/07/2019 - ქალაქი ყვარელი, ზონა 57, ფართობი 5100 კვ.მ - მესაკუთრე ლიანა ლომაშვილი.

01/07/2019 - ქალაქი ყვარელი, ზონა 57, ფართობი 1200 კვ.მ - მესაკუთრე ლიანა ლომაშვილი.

31/05/2017 - ქალაქი ყვარელი, ზონა 57, ფართობი 3030 კვ.მ - მესაკუთრე ლიანა ლომაშვილი.

ეს მხოლოდ ნაწილია ქართული ოცნების იმ კორუფციული სქემებისა, რომლითაც ესა თუ ის ჩინოვნიკი მდიდრდება საქართველოს მოქალაქეების გაღარიბების ხარჯზე. ისინი მითვისებულ ქონებას სიდედრებსა და სიმამრის დედებზე აფორმებენ.

კორუფცია ის სენია, რომელიც პირდაპირ აისახება სიღარიბესა და უმუშევრობაზე. კორუფცია, ქრთამი და ქონების უკანონოდ დაუფლება ქართული ოცნების მაღალჩინოსნების სავიზიტო ბარათად იქცა.

P.S: ოფიციალური მონაცემებით, ყვარლის მერის სიდედრი, ხათუნა მოსულიშვილი და ცოლის ბებია, ლიანა ლომაშვილი ერთი და იგივე მისამართზე - ყვარელში, ლეონიძის 74 ნომერში არიან რეგისტრირებულნი.