გიორგი კაპანაძე: 14 დეკემბრის მიტინგისთვის 73 მაჟორიტარულ ოლქში აგროვებენ აქტივისტებს

  12:00:01     09-12-2019

„14 დეკემბრის მიტინგისთვის 73 მაჟორიტარულ ოლქში აგროვებენ აქტივისტებს, ძირითადად საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან“, - ამის შესახებ ინტერნეტ მედია ჯგუფის დირექტორი, გიორგი კაპანაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე ინფორმაციით, „მიტინგზე 14 ათას 600 "იძულებით გადაადგილებულ" პირს ელოდებიან გზაში სენდვიჩენით და ლობიანებით“.

„14 დეკემბრის მიტინგისთვის 73 მაჟორიტარულ ოლქში აგროვებენ აქტივისტებს, ძირითადად საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან.

თითო ოლქმა მინიმუმ 200 ადამიანი უნდა წამოსხას, რაშიც ქართული ოცნება 15 ათას ლარს იხდის.

73-ჯერ 15 ათასი კი 1,095,000 ათასი ლარია.

შესაბამისად, 14 დეკემბრის მიტინგზე 14 ათას 600 "იძულებით გადაადგილებულ" პირს ელოდებიან გზაში სენდვიჩენით და ლობიანებით. ერთი ადამიანის კვებისთვის დამატებით 10 ლარი გამოყვეს. ეგეც 146 ათასი.

1,095,000 + 146,000 = 1,241,000 ათას ლარს.

ამ თანხას, სიმწრით, დაშინებით და მოსყიდვით შეკოწიწებული ხალხის თბილისამდე ჩამოყვანის, უკან წაყვანისა და ტრანსპორტის დაქირავების ხარჯებიც ხომ დაემატება...

მოკლედ, საშუალოდ, 1,500,000 ათასს ხარჯავს რეჟიმი იმისათვის რომ საკუთარ თავს მიტინგი მოუწყოს სიღარიბით და მოშიმშილე ბავშვებით სავსე ქვეყანაში.

ილუსტაციისთვის: 1,500,000 ათასი ლარით 50 ათასი მშიერი ბავშვის უზომოდ გახარება შეიძლება წინასაახალწლოდ, თუ ერთს 30 ლარის ფარგლებში უყიდი საჩუქარს. თუმცა, ხრწნის პროცესში მყოფ ხელისუფლებას სხვა ამოცანები და პრიორიტეტები აქვს...

იდეის ავტორი: ლაშა ნაცვლიშვილი.

დავალების გამცემი: სისხლიანი ჯალათი გახარია.

კოორდინატორ: სოზარ სუბარი.

შემსრულებლები: გამგებლები, მერები, გუბერნატორები, პარტ-მუშაკები, პოლიციის უფროსები.

აუდიტორია - სახელმწიფო ორგანიზაციები.

მიზანი: უზურპატორისთვის ალტერნატიული რეალობის შექმნა“, - აღნიშნავს კაპანაძე.