ლიბიელი ამბოხებულები შეტევაზე გადავიდნენ

  10:36:48     22-07-2011

მისურატელმა ამბოხებულებმა, სახელისუფლო არმიის გენერალი, აბდულ ნაჰიბ ზაიდი დაატყვევეს. ამის შესახებ „გარდიანი“ წერს. ამბოხებულების ინფორმაციით, სამხედრო მაღალჩინოსანი, ამჯერად, მათთან იმყოფება და მას საიმედოდ ადევნებენ თვალყურს. უახლოეს მომავალში, გენერალს სპეციალურ ციხეში გადაიყვანენ. ზაიდი დიაბეტითაა დაავადებული, ამიტომ მას ინსულინსაც დაუნიშნავენ.

ოპოზიციონერების განცხადებით, 11 ამბოხებული შემთხვევით გადაეყარა გენერალს, რომელიც საკუთარ სახლში იმყოფებოდა. შენობას ალყა შემოატყეს, რის შემდეგაც სამხედრო მაღალჩინოსანი მტერს ჩაბარდა.

შეკითხვები ტყვესთან არა მხოლოდ ამბოხებულებს, არამედ ადგილობრივ ადამიანის უფლებათა დამცველებსაც აქვთ. ისინი არ კარგავენ იმედს, რომ ტყვესთან გასაუბრების საშუალება მიეცემათ. ამას გარდა, ოპოზიციონერები დროს არ კარგავენ და ზლიტანის გარშემო პოზიციებს იკავებენ, ემზადებიან რა ქალაქის გადამწყვეტი შტურმისათვის, პარალელურად კი, ქვეყნის აღმოსავლეთით გაჭრასაც ცდილობენ.