ჩხოროწყუში პოლიციის თანამშრომელი, რომელსაც ახალგაზრდა მამაკაცი გაუპატიურებაში ადანაშაულებს, დააკავეს

  13:09:22     06-12-2019

ჩხოროწყუში, პოლიციის თანამშრომელი, რომელსაც 34 წლის მამაკაცი იარაღის მუქარით გაუპატიურებაში ადანაშაულებს, დააკავეს.

პროკურატურის ინფორმაციით, პოლიციელი გუშინ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე აიყვანეს.

მათივე ცნობით, პოლიციელს ბრალს კანონით გათვალისწინებულ ვადებში წარუდგენენ.

გაუპატიურებაში ბრალდებული პოლიციელის მფარველობაში  „ქართული ოცნების“ დეპუტატს, ჯუმბერ იზორიას ადანაშაულებენ.

დაზარალებული „მთავართან“ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ იზორიამ იცის მომხდარის შესახებ, თუმცა ის მოძალადეს მფარველობს.

„პოლიციის უფროსმა, ჯუმბერ იზორიამ დამიბარა თავის კაბინეტში, გვახატია შენი პრობლემები, ყელშია ამოსულიო, გაა..ი და სახლი შენს ძმას დაუთმეო.

ისეთი სიტუაცია შექმნეს, რომ ჩემი ძმა თავს დამესხა, ჩემი მოკვლა უნდოდა. ამის შემდეგ იძულებული გავხდი ქონება, რომელსაც ჩხოროწყუში ვფლობდი გადამეფორმ,ებინა ჩემი ძმისთვის და წავსულიყავი რაიონიდან“ - ყვება „მთავარ არხთან“ დაზარალებული.

რაც შეეხება გაუპატიურებაში ბრალდებულ იარი დარსალიას დაკავების შემდეგ, პროკურატურამ დაზარალებულ მამაკაცს სამართლებრივი სტატუსი მიანიჭა.

34 წლის ახალგაზრდა „მთავართან“ დეტალურად იხსენებს როგორ იძალადა პოლიციელმა მასზე.

„ძველ, დანგრეულ შენობასთან გაჩერდა. თავისივე მანქანით იყო, რადგან ვცნობ მის ავტომობილს, ადრეც ვმჯდარვარ. უცებ გადმოვიდა, დაიწყო ზემოდაგ გახდა და იარაღი ამოიღო. ტანსაცმელი წინა სავარძელზე დაყარა. როგორც კი გამოძრავებას ვიწყებდი იარაღისკენ იწეოდა. მერე მუქრაზეც გადავიდა - გინდა არ გინდა შენთან სექსი უნდა მოქმდესო. შემდეგ ჩამომსვა შუა გზაში, გამაფრთხილა რაიონში არ გავსულვიყავი და თუ ამ თემას გავახმაურებდი ძალიან ცუდი რამ მოჰყვებოდა ამას"- აცხადებს დაზარალებული.

მისი თქმით, ძალადობის შემდეგ მას სასწრაფო დახმარება დასჭირდა, თუმცა მაინც მოახერხა 112-ში დარეკვა.

ამასთან ახალგაზრდა კაცი ყვება, რომ ის საკუთარი ოჯახის წევრების მხრიდანაც არაერთხელ გამხდარა ძალადობის მსხვერპლი.