წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელი პუნქტი
10:35:17     22-07-2011
წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელი პუნქტის რეაბილიტირებული შენობა გაიხსნა. შენობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა დევი ჭანჯოტაძემ გახსნეს.
ახალი შემკრებ-გამანაწილებელი პუნქტი შეესაბამება ევრო სტანდარტებს. ის უახლესი სამედიცინო აპარატურით არის აღჭურვილი, რაც საშუალებას იძლევა წვევამდელს დამატებითი სამედიცინო გამოკვლევები ადგილზე ჩაუტარდეს. რეაბილიტირებული შენობა საჭიროების შემთხევაში წელიწადში 25 000-ზე მეტ ახალგაზრდას მოემსახურება.
დღესვე შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტში ცენტრალური გამწვევი კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც საშემოდგომო გაწვევის მოსამზადებელ სამუშაოებზე იმსჯელეს.
mod.gov.ge