
ლუიზა ვინტონი: ქუჩის ძალადობამ მიიღო შემაშფოთებელი ხასიათი, იმედი გვაქვს, მდგომარეობა მოლაპარაკების გზით გამოსწორდება
13:07:42     05-12-2019
ქუჩის ძალადობამ მიიღო შემაშფოთებელი ხასიათი, ამ მოვლენებს შეშფოთებით ვაკვირდებით, იმედი გვაქვს, მდგომარეობა მოლაპარაკების გზით გამოსწორდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა, ლუიზა ვინტონმა საარჩევნო მოდელთან დაკავშირებულ პროცესებზე კომენტირებისას განუცხადა.
„მე არც ერთ მოდელზე არ გავაკეთებ კონკრეტულ კომენტარს, მაგრამ მინდა, აღვნიშნო, რომ ზოგადად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, რომელიც ყველა პარტიას და ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მისცემს წარმოჩინების შესაძლებლობას საქართველოს პოლიტიკაში, არის ძალიან დადებითი მიმართულება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაპირება იყო გაცემული ამასთან დაკავშირებით და ჩვენ, რა თქმა უნდა, ველოდებით, რომ დაპირება იქნება შესრულებული. ქუჩის ძალადობამ მიიღო შემაშფოთებელი ხასიათი. ჩვენ ამ მოვლენებს დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით ყოველდღიურად და იმედი გვაქვს, მოლაპარაკების გზით მოხდება ამ მდგომარეობის მოგვარება“, – განაცხადა ლუიზა ვინტონმა.