ზუგდიდში, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვისთვის, ათონის მთაზე მოღვაწე ბერი დააკავეს

  11:54:54     05-12-2019

შსს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ათონის მთაზე მოღვაწე ბერი გ. ქ. დააკავეს. გამოძიება მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობას ედავება.

შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია კიდევ ერთი პირი რ. მ. გამოძიება 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

დაკავებულის გ. ქ. უფლებადამცველის ინფორმაციით, ბერი დანაშაულს აღიარებს.