წალენჯიხაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით პოლიციელი დააკავეს

  11:12:53     05-12-2019

განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით წალენჯიხაში პოლიციელი დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა სამართალდამცველმა ცეცხლი გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებსა და პოლიციელებს გაუხსნა.

ინცინდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაცხრილულია პოლიციელების ავტომობილები.

საქმეს გენერალური პროკურატურა იძიებს.