კახეთში სიძემ სიმამრი სანადირო თოფით მოკლა

  15:07:25     03-12-2019

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში მკვლელობა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, სიძემ 61 წლის ფირუზ ჯანგულაშვილს სანადირო თოფიდან ესროლა. კისრის არეში მიყენებული ჭრილობით ჯანგულაშვილი ადგილზე გარდაიცვალა.

მეზობლები მკვლელობის მოტივად ოჯახურ კონფლიქტს ასახელებენ.

შს სამინისტროს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. განზრახ მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი ამ დრომდე მიმალვაში იმყოფება.

შემთხვევა სოფელ ნუკრიანში ორი დღის წინ მოხდა.