ზონდერები ახალქალაქიდან, რომელსაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მოაცილებდა და „ანტრიკოტას“ კლანი - ვინ ძალადობდა გუშინ ქართული ოცნების ოფისთან?

  13:08:00     03-12-2019

ოლიგარქი ივანიშვილი ძალადობითა და აგრესიით ცდილობს იმ მოვლენების გადაფარვას, რომელიც სულ უფრო და უფრო მეტად ექცევა მსოფლიო ყურადღების ცენტრში. 

კერძოდ, ივანიშვილი, რომელმაც ასე ცინიკურად გადააგდო საქართველოს თითოეული მოქალაქე, ქმნის იმიტაციას თითქოს საზოგადოებრივი ჯგუფები უპირისპირდებიან ერთმანეთს. 

თუმცა, რეალობა საპირისპიროზე მეტყველებს. კერძოდ, ქართული ოცნების ოფისთან გუშინ მომხდარი ძალადობის დროს კიდევ ერთხელ გამოჩნდა რომ პოლიციის კორდონის ერთ მხარეს იდგნენ თავისუფალი და სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მქონე ახალგაზრდები, ხოლო მეორე მხარეს ქართული ოცნების კორუმპირებული ბირთვის ოჯახის, კლანისა და გარემოცვის წევრები. 

მეტიც, ქართული ოცნების ზონდერ-ჯგუფებს შორის, საიდანაც მთავარი ოპოზიციური პარტიის გინება ისმოდა, ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის ყოფილი ლიდერებიც იყვნენ. 

მაგალითად: გუშინ, ქართული ოცნების ოფისთან აგრესიით გამოირჩეოდა ნაციონალური მოძრაობის ნაძალადევის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, გურამ ყანდაურელაშვილი, რომელიც 2012 წლამდე აქტიურად უჭერდა მხარს წინა ხელისუფლებას.

თუმცა, ქართული ოცნების მოსვლის შემდეგ ის ხელისუფლებას დაუახლოვდა, რომლის შემდეგაც მას აქტიურად იყენებენ.

კერძოდ: გურამ ყანდაურელაშვილი მონაწილეობდა ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მიერ პუტინის გინების გამო ორგანიზებულ აგრესიულ მიტინგშიც. 

ქართული ოცნების ოფისთან გამართული აგრესიული და კონტრაქციის ერთერთი მონაწილე იყო სუსის უფროსის ყოფილი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის შვილიც. 

იოსებ გოგაშვილი 2012 წლამდე გაჭირვების გამო სოციალურ დახმარებას იღებდა, დღეს კი დეკლარირებული მილიონერი და ერთერთი ყველაზე მეტად კორუმპირებული ყოფილი ჩინოვნიკია. 

[I=2]გოგაშვილი ამჟამად ქართული ოცნების პარტიის შტაბშია და სწორედ მსგავს აგრესიულ ჯგუფებს აორგანიზებს. ამჯერად კი, ასპარეზზე საკუთარი შვილიც გამოიყვანა. 

იოსებ გოგაშვილის შვილი ასევე ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი იყო. თუმცა, ცვლილებების შემდეგ უკვე ქართული ოცნების ნავში გადაჯდა და სამხედრო სავალდებულო სამსახურიდანაც დაიძვრინა თავი.

„ანტრიკოტას“ კლანის გარდა, ქართული ოცნების ოფისთან გამართული აგრესიული აქციის მონაწილეები იყვნენ ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის, კრიმინალებთან კავშირში მყოფი ენზელ მკოიანის ზონდერ-ჯგუფების წევრებიც. 

მაგალითად, მკოიანის ინიციატივით გუშინდელ აქციაზე მისი ზონდერ-ჯგუფის 5 წევრი იმყოფებოდა. ისინი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ.

მკოიანმა, რომელიც „ამბოხებული“ დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის მეგობარია, თბილისში წასასვლელად ზონდერები ახალქალაქში, საკუთარ ოფისთან დილის ათის ნახევარზე შეკრიბა, „ფორდის“ მარკის სამ ავტომობილში გადაანაწილა და დედაქალაქში გამოუშვა. 

მკოიანის ზონდერებს, თბილისისკენ საპატრულო პოლიციის ერთი ეკიპაჟი მოაცილებდა. 

მკოიანსა და მის ზონდერებს შორის შუამავალი იყო საკრებულოს წევრები, მათ შორის ხაჩატურიანიც, რომელიც მას დეტალურად აყენებდა საქმის კურსში. დეპუტატმა ზონდერებს, ქართული ოცნების ოფისთან გამოხატული აგრესიის გამო ას-ასი ლარი მისცა.

P.S: გუშინდელი ძალადობრივი მოვლენების ერთერთი ორგანიზატორი იყო თბილისის მერი, კახი კალაძეც. მან ქართული ოცნების ოფისთან გუშინ რამდენიმე სპორტსმენიც მიიყვანა.