
„ქართული ოცნება“ აპირებს, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარების ფონზე, გააპაროს მოსამართლეთა სია“
11:25:47     02-12-2019
„ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების პარალელურად, „ქართული ოცნება“ მოსამართლეთა სიის გაპარებას გეგმავს“, - ამის შესახებ განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ანა დოლიძე განაცხადა.
მისი თქმით, ეს დაუშვებელია.
„მაქვს ინფორმაცია, რომ „ოცნება“ აპირებს, ქვეყანაში შექმნილი ვითარების ფონზე, გააპაროს მოსამართლეთა სია, ეს დაუშვებელია. ეს სია უნდა ჩავარდეს. მოვუწოდებ ყველას, ყურად იღონ ეს საკითხი,“- აცხადებს დოლიძე.