"ეს იყო კარგი პურის მჭამელების, კარგი ჯიგარი წამლის "გამრჭობების" მასობრივი გამოსვლა"

  10:10:47     02-12-2019

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში "ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო აქცია "მთავარ აქცენტებში" ასე შეაფასა:

"ქუთაისში იყო მასობრივი გამოსვლა ხალხის - კარგი პურის მჭამელების, კარგი დამრტყმელების, კარგი ჯიგარი წამლის "გამრჭობების", კარგი ბიუჯეტის მჭამელების, კარგი მუმიების გამოსვლა. მათ მომიწოდეს და მივიღე გადაწყვეტილება ამ წარსულის მუმიების თხოვნით და გადავდექი“, - განაცხადა სააკაშვილმა.

"დემიშიზაცია ქუთაისიდან იწყება", - ამ შინაარსის ბანერებით დღეს, ქუთაისში საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა გამართეს. აქტივისტებმა ოპოზიციური პარტიის ოფისს კვერცხები და საღებავი ესროლეს. გუშინდელ აქციაზე კი მათ ოფისს ცოცხები და კვერცხები დაუშინეს.