
THE WASHINGTON POST: ქართული პროტესტი მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდებს
17:38:01     27-11-2019
თბილისში, პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს მსოფლიოს გავლენიანი გამოცემა ეხმაურება.
„ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, ათასობით ადამიანი საქართველოში მთავრობის გადადგომას და ვადამდელ არჩევნებს ითხოვს. მათი ცნობით, მასშტაბური პროტესტი ქვეყანაში, მთავრობის მიერ შეუსრულებელმა დაპირებამ გამოიწვია, რაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას გულისხმობდა.
„პროპორციული საარჩევნო სისტემის მიღება გამოიწვევდა მანდატების განაწილებას პარტიების მიერ მიღებული ხმების შესაბამისად.
ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მმართველ პარტიას ამჟამად არაპროპორციული წარმომადგენლობა აქვს საკანონმდებლო ორგანოში.
დემონსტრანტები პარლემენტის პიკეტირებას აპირებენ მაშინ, როდესაც სხდომა გაიმართება“, - ნათქვამია სტატიაში.