„ხელისუფლების და პირადად გახარიას ძალიან ცუდ პროპაგანდას პანკისში მკვლელობა და დაჭრა მოჰყვა“

  15:05:35     27-11-2019

„ხელისუფლების და პირადად გახარიას ძალიან ცუდ პროპაგანდას პანკისში მკვლელობა და დაჭრა მოჰყვა“, - ამის შესახებ „ინტერნეტ მედია ჯგუფის“ დირექტორი, გიორგი კაპანაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ პანკისელთა უმეტესობა ჰესის აშენებას აპროტესტებდა, გახარიამ ზოგიერთი მათგანის გადმობირება დაიწყო, რამაც წარმოშვა კონფლიქტი.

„ხელისუფლების და პირადად გახარიას ძალიან ცუდ პროპაგანდას პანკისში მკვლელობა და დაჭრა მოჰყვა.

კერძოდ: პანკისელთა დიდი ნაწილი იქ ჰესის აშენების სასტიკი წინააღმეგია.

თუმცა, პანკისის მოვლენების შემდეგ გახარიამ დაიწყო ზოგიერთის გადმობირება.

შესაბამისად, ჰესის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს, კერძოდ კი, სოფელ ჯოყოლოს მკვიდრ მუთოშვილებსა და სოფელ დუისის მკვიდრ ქავთარაშვილებს შორის წარმოიშვა კონფლიქტი, რომელიც პირად მტრობაში გადაიზარდა.

შედეგად, დღეს, სოფელ საკობიანოს ასახვევში დაპირისპირებულმა მხარეებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს, რის გამოც ერთერთი მათგანი, გვარად მუთოშვილი მოკლეს, ოთხი კი დაჭრეს.

ამ სისხლიანმა ჯალათმა გახარიამ მშვიდობიანი და მეგობრული პანკისელებიც კი ერთმანეთს გადაჰკიდა სამკვდრო-სასიცოცხლოდ“, - აღნიშნავს კაპანაძე.