
ზურაბ ჯაფარიძე: სად ნახეს ხატები?! ფოტოშოფში აწყობილი ნახატია, ასეთ ხატებთან ლოცულობენ?!
15:31:26     26-11-2019
„იძახიან მაგ კაცმა (ბიძინა ივანიშვილმა) ააშენა სამებაო და ერთი ხატი ეკუთვნის“, – ამის შესახებ, „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „ტვ პირველთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, პერფორმანსის მიზანი იყო ჩვენება იმისა, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატები მონები არიან და ბიძინა ივანიშვილი გაღმერთებული ჰყავთ.
„რა შუაშია ხატები? სად ნახეს ხატები?! ფოტოშოფში აწყობილი ნახატია, ფერად პრინტერზე ამობეჭდილი. ეს ხატია?! ასეთ ხატებთან ლოცულობს ეგ ხალხი? კარგად იციან აქ ხატზე რომ არ არის საუბარი.
საერთოდ, ხატებთან ბრძოლა არაფერ შუაში არ არის. პერფორმანსი იყო, გვინდოდა გვეჩვენებინა რომ ეს ხალხი (ქართული ოცნების დეპუტატები) არიან მონები, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილი ჰყავთ ღმერთივით, იმ ერთ კაცზე , ფულზე არიან ჩამოკიდებული.
ხატები საერთოდ არაფერ შუაში არ იყო, ხატი არავის ჰქონია. ეს იყო ფოტოშოფში აწყობილი პრინტერში ამობეჭდილია. რაზე ჩხუბობენ არ ვიცი. იძახიან მაგ კაცმა ააშენა სამებაო და ერთი ხატი ეკუთვნის, თუმცა იქ ხატი არ ყოფილა”, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, გუშინ, საპროტესტო აქციის მონაწილეებს, ხელში ეჭირათ პლაკატი, რომელზეც სხვადასხა წმინდანის სამოსით გამოსახულია ბიძინა ივანიშვილის სახე და აწერია – „წმინდა ბიძინა“.