
"საარჩევნო სისტემა 2020 წლისთვის არ შეიცვლება, დარჩება შერეული სისტემით"
11:45:25     26-11-2019
სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება დაუშვებელია, წინააღმდეგ შეთხვევაში ჩვენ ქაოტურ სიტუაციას მივიღებთ, რასაც ხელისუფლება არ დაუშვებს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში შესვლამდე.
მისი თქმით, საარჩევნო სისტემა 2020 წლისთვის არ შეიცვლება, დარჩება შერეული სისტემით.
“ვფიქრობ ყველას უნდა ჰქონდეს ერთი ინტერესი, ესაა სახელმწიფო ინტერესი და პირად ამბიციებზე უნდა ვთქვათ უარი. ვიმეორებ, რომ საარჩევნო სისტემა 2020 წლისთვის არ შეიცვლება, დარჩება შერეული სისტემით.
სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება დაუშვებელია, წინააღმდეგ შეთხვევაში ჩვენ ქაოტურ სიტუაციას მივიღებთ, რასაც ხელისუფლება არ დაუშვებს, მმართველი გუნდი. ასე, რომ ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზე”, - თქვა ხუნდაძემ.