მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა პირველი რესპუბლიკის მოედანზე გალია მიიტანეს, რომელშიც სათამაშო ზებრა გალიის კიდეს ჯაჭვით მიაბეს

  12:43:44     25-11-2019

თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა გალია მიიტანეს, რომელშიც, ბიძინა ივანიშვილის სურათი გააკრეს, ასევე მასში სათამაშო ზებრა მოათავსეს, რომელიც საკნის კიდეს ჯაჭვით მიაბეს.

მათი თქმით, სიმბოლურად ეს არის საკანი და ამ ფორმით მოუწოდებენ ხელისუფლებას საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებისკენ.

მათივე განცხადებით, ხალხის ნება თუ არ შესრულდა, საკანში მმართველი პარტიის ლიდერი აღმოჩნდებიან.

აქციის მონაწილეებმა დააანონსეს, რომ დღევანდელ მსვლელობას შეუერთდებიან.