„ქართული ოცნების“ ოფისთან საპროტესტო აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს

  17:09:17     21-11-2019

პარტია „ქართული ოცნება-დემორკატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს რამდენიმე პირი დააკავეს.

დაკავებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარი არ კეთდება.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

ბიძინა ივანიშვილისა და ევროკავშირის ქვეყნების ელჩების შეხვედრა ხმაურიანი აქციის ფონზე მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მოუწოდებენ ევროკავშირის ელჩებს მოახდინონ ზეწოლა ივანიშვილზე, რათა ქვეყანაში ჩატარდეს ვადამდელი პროპორციული არჩევნები.