
ბერლინში გერმანიის ყოფილი პრეზიდენტის შვილი მოკლეს
09:54:12     20-11-2019
ბერლინში გერმანიის ყოფილი პრეზიდენტის რიხარდ ფონ ვაიცზეკერის ვაჟი მოკლეს. იტყობინება ადგილობრივი მედია.
59 წლის ექიმი ფრიც ფონ ვაიცზეკერი ქალაქის ერთ-ერთ კერძო კლინიკაში სამეცნიერო სემინარს უძღვებოდა, როდესაც მას ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს.
თავდამსხმელმა ასევე დაჭრა პოლიციელი, რომელიც ცდილობდა შეეჩერებინა ის.
მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. თავდამსხმელი დაკავებულია.
რიხარდ ფონ ვაიცზეკერი გაერთიანებული გერმანიის პირველი პრეზიდენტია და ამ პოსტს 1984-1994 წლებში იკავებდა.