
საზარელი დანაშაული თბილისში - წინასწარი ვერსიით, ახალგაზრდა მამაკაცმა დედა და და მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა
20:09:57     17-11-2019
საზარელი დანაშაული მოხდა თბილისში, ვაკის რაიონში.
წინასწარი ვერსიით, ახალგაზრდა მამაკაცმა დედა და და მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა. შემთხვევა ატენის ქუჩაზე მოხდა.
გარდაცვლილი ქალბატონი თსუ-ს ასოცირებული პროფესორი ირინე გედევანიშვილია. ის სახლში აბიტურიენტებსაც ამზადებდა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს და საქმე აღძრულია ორი მუხლით 109-ე, რაც გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში ორი, ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.