
"საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნა პუტინისთვის საჩუქარი იქნება"
09:52:12     15-11-2019
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტის თანათავმჯდომარე, კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ადამ კინზინგერი ეხმიანება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და მოუწოდებს ხელისუფლებას, სისრულეში მოიყვანოს დანაპირები, რაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს.
"ამ დილით გაოგნებისგან შოკი მივიღე, როდესაც შევიტყვე, რომ საქართველოს პარლამენტში ჩავარდა კანონპროექტი პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ.
გასულ კვირას, საქართველოში ჩემი ვიზიტისას, მოხარული დავრჩი, რადგან ამ რეფორმის გარდაუვალობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ იდგა.
ეს იყო ვალდებულება აღებული საერთაშორისო საზოგადოების და რაც მთავარია ქართველი ხალხის წინაშე. იმედი მაქვს, რომ ეს სიტუაცია რაც შეიძლება მალე გამოსწორდება.
საქართველო რუსეთი არ არის. ქართველი ხალხი მოითხოვს და იმსახურებს იმაზე მეტს, ვიდრე დღეს პარლამენტმა აჩვენა.
მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ განაახლოს მოლაპარაკებები და გაატარონ ეს რეფორმა. ქართველებს სურთ მთავრობა ხალხისთვის და ხალხის მიერ.
მათ სურთ მთავრობა, რომელიც მეტად შეესაბამება დასავლეთს და უნდათ აღიარონ, როგორც ნატოს მოკავშირე.
საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნა პუტინისთვის საჩუქარი იქნება და გაანადგურებს იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია დამოუკიდებლობის მიღწევისა და აგრესიული მეზობლის, რუსეთისგან განცალკავების გზაზე", - აღნიშნულია კინზინგერის განცხადებაში.