
გორში მე-9 კლასელ ბიჭს სცემეს
18:29:01     13-11-2019
გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე, სკოლის მოსწავლეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ნაცემი მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მეცხრეკლასელ ბიჭს დაზიანებები სახის არეში აღენიშნება.
მე-10 საჯარო სკოლის დირექტორის განცხადებით, შემთხვევა სკოლის შენობის გარეთ, გაკვეთილების დასრულების შემდეგ მოხდა და ფაქტის დეტალებზე ინფორმაციას არ ფლობს.
არასრულწლოვანის ცემის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.