ეკალა ტყემლით
10:29:42     21-07-2011
მასალა:
ეკალა - 500 გრამი
ტყემალი - 1 ჩაის ჭიქა
ქინძი - 4-5 ღერი
კამა - 8-10 ღერი
ომბალო - 5 ღერი
ნიორი - 2-3 კბილი
წიწაკა, მარილი - გემოვნებით
ეკალა გავარჩიოთ, კარგად გავრეცხოთ და მოვხარშოთ. მოხარშული ეკალა ამოვიღოთ ქვაბიდან, მოვათავსოთ ცივ-წყლიან ჭურჭელში (წყალი ეკალას უნდა ფარავდეს) და გავაჩეროთ შიგ 40-60 წუთი. შემდეგ ამოვიღოთ წყლიდან და კარგად გავწუროთ.
ტყემალი მოვხარშოთ გადავიტანოთ საწურზე წვენიანად და გავხეხოთ. შემდეგ ავურიოთ შიგ დანაყილი ქინძი, კამა, ომბალო, ნიორი, წიწაკა, მარილი, შევურიოთ გაწურულ ეკალას, გადავიტანოთ ლანგარზე, ზემოდან მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა და ისე მივიტანოთ სუფრაზე.