
თბილისის ზღვაზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლული იპოვეს
15:56:21     12-11-2019
თბილისის ზღვაზე ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს, რომელსაც სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
შსს-ს ცნობით, ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.