ლიბიელი ამბოხებულები იარაღს კვლავ სარკოზის სთხოვენ
10:26:04     21-07-2011
ლიბიელ ამბოხებულებს, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქის, ბრეგისკენ მიმავალ გზაზე, დანაღმული ველი გადაეღობათ. ტრიპოლის აღების მიზნით გზის გასაგრძელებლად, ამ ქალაქის დაკავება აუცილებელია. ოპოზიცია ირწმუნება, რომ უკვე ქალაქის მისადგომებთან იმყოფება და უმკლავდება იმ მასირებულ დაბომბვას, რომელსაც ხელისუფლების მხარდამჭერი არმია ახორციელებს.
ამბოხებულების მონაცემებით, გუშინდელი ბრძოლებისას, მათ 18 თანამებრძოლი დაკარგეს, ხოლო 150 მძიმედ დაშავდა. კადაფის მოწინააღმდეგეები, მცირე ხნის წინაც, შეხვდნენ საფრანგეთის პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის და მას იარაღით და საბრძოლო მასალებით ისეთივე დახმარების გაწევა სთხოვეს, როგორც ეს საფრანგეთმა ჯებელ-ნაფუსში მყოფი ამბოხებულებისათვის გააკეთა.
თუმცა, ცნობილია, რომ საფრანგეთმა პირობა დადო, ლიბიურ ოპოზიციას იარაღით აღარ დაეხმარება. ამიტომ ოფიციალური პარიზის პასუხი ჯამაჰარიის ლიდერის მოწინააღმდეგეების თხოვნაზე, სავარაუდოდ, უარყოფითი იქნება.