
პრეზიდენტი პროკურატურაში მისვლაზე: რატომ უნდა მივიდე იქ, სადაც დაბარებული არ ვარ?
12:28:19     06-11-2019
„რატომ უნდა მივიდე იქ, სადაც არ ვარ დაბარებული?“ - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლების კითხვას, გამოცხადდება თუ არა პროკურატურაში და ითანამშრომლებს თუ არა პროკურატურასთან შეწყალების საკითხზე.
პრეზიდენტის თქმით, სადაც ის არ არის დაბარებული, არ მივა.
„რატომ უნდა მივიდე, სადაც არ ვარ დაბარებული? არანაირი პრობლემა არ არის, მაგრამ არანაირი კითხვაც არ არის. ჯერ უნდა ვიმუშავოთ და დავასრულოთ ახალი წესები, გამოვცე ახალი ბრძანებულება, შემდეგ უნდა შევუდგე შესწავლას...
მორატორიუმი არის დროებითი აქტი, რომლის გამოცემის სრული უფლება გამაჩნია. ამ შეჩერებას {მორატორიუმი} შევაჩერებ, როგორც კი ვიქნები მზად და შესწავლილი მექნება საქმეები. იმ აჟიოტაჟის ფონზე, რაც წინა შეწყალებაზე ატყდა, გამიგებთ, ალბათ, რომ მჭირდება დრო ვიფიქრო და არანაირი შეცდომა არ დავუშვა, რომელიც საზოგადოებისთვის გაუგებარი გახდება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.