
ფარცხალაძე გამოძიებას მიუნხენში ემალება - მოპარული 580 მილიონის სკანდალის ახალი დეტალები
11:00:46     05-11-2019
ყოფილი გენპროკურორი ფარცხალაძე, რომელიც რამდენიმე კვირაა საქართველოდან გაიქცა, თავს გერმანიის ქალაქ მიუნხენს აფარებს.
პრესა.ჯის მიაწოდეს ინფორმაცია რომ ფარცხალახემ მიუნხენის მდიდრულ კვარტალში ბინა იყიდა და იქ ხვდება თავის ბიზნეს-პარტნიორებს, მათ შორის იმის თაობაზეც თუ როგორ დააღწიოს თავი მოსალოდნელ სამართლებრივ პრობლემებს.
შეგახსენებთ რომ სუსში და ფინანსურ პოლიციაში დაწყებულია გამოძიება ბიუჯეტიდან მოპარული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე.
გამოძიებას სუსის უფროსის მოადგილე, ივანიშვილთან დაახლოვებული შენგელი ფიცხელაური კურირებს.
საქმე ეხება ე.წ ყალბი დღგ-ბით ბიუჯეტიდან 580 მილიონამდე მოპარვის სისტემულ დანაშაულს, რომელშიც ჩვენი ინფორმაციით, ყოფილი გენპროკურორი ფარცხალაძე, ყოფილი პრემიერი ბახტაძე, ივანიშვილის დეიდაშვილი მამაცაშვილი და ქართული ოცნების სხვა გავლენიანი პირები მონაწილეობენ.
ამ ეტაპზე, გამოძიებამ 40-მდე ბიზნესმენი დააკავა, თუმცა, მთავარი კორუფციონერები არა დაკავებული "წვრილფეხობა", არამდე ივანიშვილის ოჯახური კლანის წევრები არიან - მამაცაშვილ-ფარცხალაძის ჩათვლით.
შესაბამისად, სკანდალის გადასაფარად და "სამართლიანიბის აღსადგებად" ოლიგარქმა შესაძლოა ფარცხალაძე და კიდევ რამდენიმე კორუფციონერი გაწიროს.
P.S: პრესა.ჯი უკვე წერდა რომ საქართველოდან წავიდა და გამოძიებას გაერიდა ყოფილი პრემიერი ბახტაძეც. წყაროს ცნობით, მან ჩვენი ქვეყნიდან 54 მილიონი გაიტანა.